ულტიმატუმის ვადა ამოიწურა _ პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრემიერს მიმართეს და 22:00 საათამდე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდეს.
საქართველოს პრემიერი განცხადების გაკეთებას არ აპირებს.
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ გიორგი კვირიკაშვილმა სატელევიზიო განცხადება ათი საათისთვის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება უნდა გაეკეთებინა.
აქციის მონაწილეების თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ეს ულტიმატუმი შესრულებული არ იქნება, შესაძლოა, რომ აქცია უკვე სხვა ფორმა მიიღოს.