საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი, მედიაექსპერტი ია ანთაძე ამბობს, რომ სასწრაფოდ უნდა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც ახალგაზრდებს სახლში დააბრუნებს:
_ ახალგაზრდების პროტესტი ხვალ და ზეგ ისე გახლეჩს საზოგადოებას, დღეს რომ საერთოდ ვერ წარმოგვიდგენია. ამიტომ სასწრაფოდ არის მისაღები გადაწყვეტილებები. ვგულისხმობ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ქუჩაში გასულ ახალგაზრდებს სახლებში დააბრუნებს, _ წერს ანთაძე სოციალურ ქსელში.