წუხელ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია გვიან ღამით შეწყდა და გამზირზე ავტომობილების მოძრაობა აღდგა.
როგორც აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, საპროტესტო აქცია დღეს სამ საათზე განახლდება.
აქციის მონაწილეების ნაწილი კარვებში დარჩნენ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ მიმმდინარე აქციის გამო, რამდენიმე საათის განმავლობაში ქუჩა გადაკეტილი იყო. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელი რჩება. ისინი ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ და პრემიერ-მინისტრისგან განმარტებებს ელოდებიან.