პარლამენტის შენობასთან პოლიციამ აქციის მონაწილეებს კარვები დაუშალეს.
მათ შეკრებილებს განუმარტეს, რომ საჯარო სივრცეში კარვის გაშლის უფლება არ აქვთ.
თავდაპირველად პოლიციის წარმომადგენლებმა შეკრებილებს კარვების აღებისკენ მოუწოდეს, თუმცა, აქციის მონაწილეებისგან უარის მიღების შემდეგ კარვების დაშლა თვითონვე დაიწყეს. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა უშედეგოს სცადეს.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ეს არის პროვოკაცია, რომელსაც არ უნდა აყვნენ.
“ესენი არიან სამართალდამცავები? კარვის დაშლაც კი არ იციან. ელემენტარული „კნოპკაზე“ ხელის დაჭერა ეზარებათ. გამოდით, ხალხო და გვერდით დაგვიდექით”, _ ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.