პლანეტის ოქროს მარაგის 99% დედამიწის ბირთვში მდებარეობს.
დედამიწის ბირთვის ტემპერატურა 5500 გრადუსია, რაც მზის ზედაპირზე არსებული ტემპერატურის ტოლი არის.
ქარს, ყოველწლიურად, 40 მლნ. ტ. მტვერი გადააქვს, საჰარის უდაბნოდან მდ. ამაზონის აუზში.
დედამიწა მზის სისტემის ერთადერთი პლანეტაა, რომელზეც ფილების ტექტონიკური მოძრაობა მიმდინარეობს. ამ პროცესის გარეშე, დედამიწაზე არ იქნებოდა სათბურის აირები, რომლებიც დედამიწაზე ტემპერატურას არეგულირებენ. რომ არა ეს აირები, ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა -18 გრადუსი იქნებოდა, დღევანდელი, +15 გრადუსის ნაცვლად.
პლანეტის ვულკანების 90% წყლის ქვეშ არის. ამის მიზეზი ის არის, რომ დედამიწის სეისმურულად აქტიური სარტყელი ლითოსფეროს ფილების საზღვრებს ემთხვევა. ამ სარტყელში მოექცა მოქმედი ვულკანების უმრავლესობა, რომლის უდიდესი ნაწილი, წყნარი ოკეანის სანაპიროზე არის თავმოყრილი და ე. წ. “ცეცხლოვან რკალს” ქმნის.
1 ლ. მარილიანი წყალი 1/13000000000 გრ. ოქროს შეიცავს.
დედამიწაზე არსებული წყლის 97 % – მარილიანი წყალია.
დარჩენილი 3% -ის 68, 7% პლანეტის ყინულოვან “ქუდებზე”, ხოლო 30, 1% მიწისქვეშა წყლებზე მოდის.
დედამიწაზე არსებული მტკნარი წყლის 1, 2% ხმელეთის ზედაპირის წყლებზე, ატმოსფეროს და ნიადაგის ტენზე ნაწილდება.
ხმელეთის ზედაპირის წყლების 20% ბაიკალის ტბაშია არის კონცენტრირებული.
ყოველდღიურად, დედამიწის ზედაპირს, დაახლოებით, 8, 6 მილიონი მეხი ეცემა.
ყველაზე მშრალი ადგილი დედამიწის ზედაპირზე, მაკ-მერდოს მშრალი ველებია. იქ ნალექი 2 მლნ. წლის მანძილზე არ მოსულა. ამრიგად, გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ დედამიწაზე ყველაზე მშრალი ადგილი ატაკამის უდაბნოა, სიმართლეს არ შეესაბამება. იქ ნალექი 400 წლის მანძილზე არ მოსულა და ამ მაჩვენებლით, მხოლოდ ის მეორე ადგილზეა მშრალი რეგიონების სიაში.
იმ შემთხვევაში, თუ მზის სისტემას შორიდან შევხედავთ, დედამიწა იქნება ერთადერთი ხილული პლანეტა, იმიტომ რომ წყლის ზედაპირიდან მზის სხივების არეკვლა ხდება.
დედამიწის ზედაპირიდან, 19 კმ. სიმაღლეზე მდებარეობს ამსტრონგის ზღვარი. ამ სიმაღლეზე მოხვედრის შემთხვევაში, ადამიანმა სკაფანდრი უნდა ჩაიცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაიღუპება. ამ სიმაღლეზე, წნევა იმდენად დაბალია, რომ წყალი დუღდება ადამიანის ტემპერატურაზე.
დედამიწის ორბიტა დაბინძურებულია 38 ათასი ანთროპოლოგიური ობიექტით. მათ შორის, 22 ათასის სიგრძე 10 მ-ს აღემატება.
ოზონის ხვრელი მცირდება. ეს ტენდენცია 2012 წლიდან დაიწყო, როდესაც ოზონის ხვრელი საგრძნობლად შემცირდა წინა წლებთან შედარებით. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ეს ტენდენცია თუ ამ ტემპებით გაგრძელდა, 2040 წლისთვის, ოზონის ხვრელი დაიხურება.
მოფლიო ოკეანე, ყველაზე მეტად, პლასტიკატით არის დაბინძურებული, რომელსაც უკანასკნელი 100 წლის მანძილზე იყენებენ ადამიანები. ამჟამად, მსოფლიო ოკეანეში არსებული ნაგვის 90 % სწორედ პლასტიკატზე მოდის.
ჩვენ სამყაროს შესახებ უფრო მეტი ვიცით, ვიდრე დედამიწის ბირთვის და მსოფლიო ოკეანის შესახებ. დღემდე ოკეანეების 95% გამოკვლეული არ არის.