დღეიდან თბილისში ე.წ. ტურისტული პატრული გამოჩნდება, _ ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ18 მაისს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს დააანონსა.
სამართალდამცველები თბილისის ტურისტულ ზონებში იმორიგევებენ. თავდაპირველად საპატრული პოლიციის 20 ეკიპაჟი იქნება მობილიზებული, რომელიც ეტაპობრივად 60-მდე გაიზრდება.