ფრანგ კინორეჟისორს, ლიუკ ბესონს, გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას EURONEWS ავრეცელებს.
როგორც 27 წლის მსახიობი ამბობს, სასტუმრო ბრისტოლში რეჟისორთან შეხვედრის დროს ფინჯანი ჩაი დალია, რის შემდეგაც გონება დაკარგა. მომენტით კი ბესონმა ისარგებლა და გააუპატიურა.
რეჟისორის ადვოკატის თქმით, ბესონი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას და ფანტაზიას უწოდებს.