აჭარის ტელევიზიის ცნობით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში უძველესი ეკლესიის ნანგრევებში, დაახლოებით, XI-XIII საუკუნეებით თიხის ჯამები, ჯვრები და 10-ზე მეტი სამარხი აღმოჩინეს.
ექსპედიციაში წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.
პირველადი შეფასებით, ტერიტორიაზე განთავსებული ეკლესია ოსმალების შემოსევების შედეგად დაინგრა, ვარაუდობენ იმასაც, რომ ადგილობრივები თავს ამ ეკლესიაში აფარებდნენ. სამარხები კი შესაძლოა სწორედ ადგილობრივების იყოს.
ექსპედიცია ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.