“თეთრ ხმაურში” აცხადებენ, რომ მიუხედავად კონსულტაციებისა, ხელისუფლებისგან არაერთ კითხვაზე პაუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
მოძრაობის წევრები ამ დრომდე ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას, სადაც მხარეებს ნარკოპოლიტიკაზე უნდა ემსჯელათ.
ბექა წიქარიშვილი ძალოვანი უწყებისგან გაურკვეველი ნივთირერებისგან ადამიანების გარდაცვალების საკითხის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.
„კლუბები დაკეტილია, კლუბების დარბევის მიზანი კვლავაც გაურკვეველია, კითხვის ნიშანი კვლავაც არსებობს, მანამდე პერიოდის კითხვის ნიშნები, ვგულისხმობ ნივთიერების საკითხს, რომლითაც ადამიანები დაიღუპნენ. მოკლედ შს სამინისტროსთან ჩვენ შეხვედრასაც ველოდებით, მანამდე ჩვენი კითხვები კიდევ უფრო ჩამოყალიბდება. პროტესტი, რა თქმა უნდა, შენარჩუნებადია და შევინარჩუნებთ. გვექნება კიდევ ერთი შეკრება გუნდის წევრებს, დავილაპარაკებთ საბოლოო გეგმის ნაწილზე”, _ განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.
„ბასიანის“ მფლობელი ინტერესდება, ხომ არ ადევს კლუბის გაჩერებას პოლიტიკური სარჩული.
საპროტესტო მუხტი გაგრძელდება, რადგან საზოგადოება რომელიც აღშფოთდა 12 მაისს მოვლენებით, იზიარებს იმას, რომ ეს არ იყო ნარკოტიკებთან და ნარკორეალიზატორებთან ბრძოლა. ეს იყო საჩვენებელი აქტი ჩვენ გვინდა რეალური პასუხები თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი.
მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ კლუბის მენეჯმენტი და მფლობელები არ არიან ნარკოგარიგებაში მონაწილეები, რატომ არ გვიღებენ კლუბს, ხომ არ აქვს ამას პოლიტიკური სარჩული,“-აცხადებს კლუბ ”ბასიანის” მფლობელი ზვიად გელბახიანი.
წუარო: 2020news.