„კოკა-კოლას თასის“ 2018 წლის გათამაშებაში, რომლის მთავარი მიზანი ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა, გურიის რეგიონიდან ჩემპიონობის ტიტული, როგორც ვაჟებს, ისე გოგონებს შორის ლანჩხუთის გუნდებმა მოიპოვეს.
გოგონებს შორის ლანჩხუთის სასულიერო გიმაზიის გუნდმა მიიღო გათამაშების მთავარი პრიზი _ კვარიათის საგზური. ბიჭების ტურნირში კი, რეგიონის მასშტაბით, ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის გუნდმა დადო საუკეთესო შედეგი.
„კოკა-კოლას თასის“ გათამაშება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, აგრეთვე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროებისა და ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით იმართება.