ანდრეს ინიესტამ „ბარსელონა“ დატოვა. ის კარიერას “ჩუნცინ ლიფანში” გააგრძელებს.
EUROSPORT-ის ინფორმაციით, ინიესტა გულშემატკივრებსა და თანაგუნდელებს „ბარსელონას“ და „რეალ სოსიედადს“ შორის გამართული მატჩის შემდეგ დაემშვიდობა.
„მივდივარ, მაგრამ თქვენ სამუდამოდ ჩემს გულში იქნებით. ეს იყო მშვენიერი 22 წელი სავსე სიამაყით და სასიამოვნო იყო ამ კლუბის წარდგენა. მადლობა ყველას სიყვარულისა და პატივისცემისთვის, რაც მას შემდეგ მომეცით, როცა გუნდში ბავშვი გამოვჩნდი, ახლა ვტოვებ როგორც კაცი“, _ განაცხადა ანდრეს ინიესტამ.