ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართ მუქარის ფაქტზე 1970 წელს დაბადებული პირი დააკავეს, _ ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
უწყების ცნობით, საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რაც გულისხმობს, “სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში დაწერა მის მიმართ გახორციელებული მუქარის შესახებ.