ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. სარალიძე პროკურატურას საქმისთვის პოლიტიკური ელფერის მინიჭების მცდელობაში ადანაშაულებს.
“ნურავის ნუ უქმნით ილუზიას, რომ რომელიმე პარტიას მივეცი უფლება ჩემი შვილის სულით მანიპულირებდეს.
ეს თქვენაა რო გაყიდეთ ჩემი შვილის ღირსება და ფეხქვეშ გათელეთ იმის გამო, რომ მართლა ერთი ადგილის მიმცემები ხართ ყველა.
თქვენ ცდილობთ პილიტიკური ელფერის მიცემას და ჩემს დისკრედიტაციას.
კარგად დაიმახსოვრეთ, დათუჩას სული არ იყიდება, თქვენი”... _ წერს ზაზა სალარიძე.