ავსტრალიელ არქიეპისკოპოსს, ფილიპ უილსონს, მღვდელ ჯეიმს ფლეტჩერის მიერ ჩადენილი ქმედებების დამალვაში ადანაშაულებენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, საქმე ეხება 1970 წელს მღვდლის მიერ ბავშვზე სექსუალურ ძალადობას.
მაუწყებლის ინფორმაციით, ფლეტჩერი 2004 წელს 9 ბავშვის გაუპატიურებაში დაადანაშაულეს და 2006 წელს ციხეში გარდაიცვალა.
უილსონი აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა და სასამართლოს განაჩენით იმედგაცრუებულია.