დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“აღარ მახსოვს რომელი წელი იყო, ამერიკაში ვიყავი და ჩემმა მასპინძელმა სიტყვას მოაყოლა- ნორმალური ამერიკელები გეპში “GAP” აღარ შევდივართ, რადგან აღმოუჩინეს არასრულწლოვნებს ამუშავებდა მის ქარხნებში ჩინეთშიო. ეს რა თქმა უნდა მუდმივად არ გაგრძელებულა, მაგრამ მაინც ძალიან მომეწონა – საზოგადოებრივ პროტესტს დიდი ძალა აქვს და … თქვენც რომ აღარ უყუროთ იმ არხს /გადაცემას/წამყვანს ვინც თქვენი რელიგიური გრძნობების შეურაცყოფას ახდენს , არა?? _ წერს დეპუტატი.