საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღნიშვნა 1918-1921 წლებში მთავრობის პირველი მეთაურის, ნოე ჟორდანიას მშობლიურ ქალაქში, ლანჩხუთში მიმდინარეობს, თუმცა საკმაოდ მოკრძალებულად.
გარდა იმისა, რომ ქალაქის ცენტრალურ სკვერში სპორტული აქტივობები მიმდინარეობს, საზეიმო განწობა ლანჩხუთის ქუჩებში არც კი შეინიშნება.]
მერიის მიერ გაწერილი პროგრამის შესაბამისად, სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით დილიდან ღიაა დამთვალიერებელთათვის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კარი, სადაც საქართველოს I რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი გამოფენაა მოწყობილი. ვალოდია წულაძის სახელობის მუზეუმში კი საგანმანათლებლო პროექტია დაგეგმილი.
დღის ბოლოსთვის კი კულტურის სახლში საზეიმო კონცერტი გაიმართება და როგორც საკრებულოს წევრი კახა ასკურავა ამბობს, ოპოზიციონერი დეპუტატები მას ვერ დაესწრებიან.
„ადრე მოსაწვევებს მაინც გვირიგებდნენ, საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს, ახლაც ესეც ვერ ქნეს. არც ჩიბათობაზე დავუპატიჟებივართ ვინმეს“, _ ამბობს ასკურავა.