ცნობილი ქართველი მსახიობი ზურაბ ყიფშიძე ერთ შემთხვევას ხშირად იგონებს:
“ჯარის გამო ორი თვე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვიწექი. ბავშვობაში ცოტა ნერვული ვიყავი და 60 წელს გადაცილებულმა დეიდებმა ავლიპ ზურაბიშვილთან წამიყვანეს.
“ჯარისთვის გამოადგებაო” – წარმოგიდგენიათ? 12 წლის ვიყავი, ოთახში რომ შემიყვანეს, კარი ჩაკეტეს და ცოტა შემეშინდა.
თან თვითონ ავლიპიც უცნაური კაცი იყო. ცოტა ხანს მიყურა, მერე უცებ წამოხტა და თქვა: “უნდა მოგახსენოთ, რომ ნერვული ბავშვია”.
ეს დასკვნა მერე მართლა გამომადგა და ჯარში აღარ წავსულვარ”.