როგორც ცნობილი გახდა, „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივნად ბესიკ მელუა დაინიშნა. ის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.
„გურია ნიუსი“ ერთი თვის წინ იუწყებოდა, რომ მისი კანდიდატურის განხილვა ხდებოდა და საკითხი დღეისთვის უკვე დადებითად გადაწყდა.
_ ჩვენ დღეიდან ვიქნებით ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში. ხალხთან გვექნება მუდმივი კომუნიკაცია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ადგილზე მისვლით გავეცნობით ადამიანების ყველა პრობლემას, _ თქვა ბესიკ მელუამ „გურია ნიუსთან“.