შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები ყველას მოუწოდებს “რუსთავი 2″-ის მკრეხელური განცხადებები დაგმონ.
“შემოქმედის ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი სრულიად უერთდება საქრთველოს საპატრიარქოს განცხადებას და მოუწოდებს ყველას ვისაც გული შესტკივა ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში, დაგმოს “რუსთავი 2”-ის მკრეხელური განცხადებები.
აგრეთვე შეინანოს და ბოდიში მოუხადოს, ბატონმა გაბუნიამ და “რუსთავი 2”-ის დირექციამ, საქართველოს და მართლმადიდებელ მორწმუნე მრევლს“, _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც მეუფე იოსებმა ფეისბუქის პირად გვერდზე გაავრცელა.
მეუფის ამ განცხადებას საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლის განცხადებაც მოჰყვა.
“ჩვენთვის და, საბედნიეროდ, არა მარტო ჩვენთვის ძვირფასია, საუკუნეების განმავლობაში სახელმწიფოებრიობის დვრიტად ქცეული მართლმადიდებლური სარწმუნოება, ღვთისმშობლის წილხვდომილობა. ვცდილობთ, ამ სულისკვეთებით აღვზარდოთ თაობები.
ვგმობთ რუსთავი 2-ის “რეიტინგული” გადაცემის, ასევე, “რეიტინგული” წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ მომზადებულ ცინიკურ-სატანისეულ მცდელობას, შეურაცხყოფა მიაყენოს ერის მფარველს.
მაშინ, როცა ათიათასობით ქართველმა არჩია მტკვრის ტალღებს შერთვოდა, ვიდრე დამპყრობის ბრძანება _ ღვთისმშობლის ხატის შეურაცხყოფა აღესრულებინა. ეს არის გეგმაზომიერი ანტიქრისტიანული ქმედება. მომდევნო გადაცემაში კი საპატრიარქოს ადანაშაულებდნენ.
უკლებლივ ყველა რესპოდენტი ერთსა და იმავეს იმეორებდა.
ნუთუ არავის გაუჩნდა კითხვა, მოემზადებინა უნდა თუ არა გაბუნიას მართლმადიდებლური სამყაროს შეურაცხმყოფელი სიუჟეტი.
ისევ ჯვარზე გაკრული უფლის სიტყვებს მოვიშველიებთ: ”შეუნდე, – არ იციან, ღმერთო, რას იქმან!” _ წერია სამრევლო სკოლის მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ განცხადებაში.