პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა საჯარო სექტორში ნარკოტესტური შემოწმებები უნდა ტარდებოდეს, რათა ქვეყანა ამ მძიმე წნეხისგან გათავისუფლდეს. ამასთან, როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს, გარკვეული ნარკოტიკული საშუალებების ჰუმანიზაცია აუცილებელია.
,,საქართველოში ნარკოლიბერალიზაციაზე საუბარი ზედმეტია. რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, ამ მხრივ, გარკვეული ნარკოტიკის მოხმარების ნაწილში ჰუმანიზაციისკენ სვლა სწორი იქნება, ჰუმანიზაციაში მხედველობაში მაქვს ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სისხლის სამართლიდან ადმინისტრაციულ სამართალში გადატანა, ვფიქრობ, ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლება. რა თქმა უნდა, საჯარო სექტორს რომ ნარკომომხმარებელი არ უნდა გააკარო ორი აზრი არ არსებობს, ამიტომ მუდმივად უნდა ტარდებოდეს ნარკოტესტული შემოწმებები, არა მხოლოდ სამსახურში მიღების დროს, არამედ საჯარო სექტორის ყველა რგოლში უნდა ტარდებოდეს ნარკოშემოწმებები, ვფიქრობ ეს არის აუცილებელი, რადგან ნარკომომხმარებლის საჯარო სექტორში ყოფნა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია“, _ გვითხრა ხუხაშვილმა
ცნობისთვის, ამჟამად საქართველოს პარლამენტი ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობს. ნარკოპოლიტიკის კანონთან დაკავშირებით დეპუტატებს განსხვავებული პოზიციები აქვთ.