გურიაში სტიქიაა _ ძლიერმა ქარმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ხეები მოთხარა.
სოფელ კოხნარში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც სოფელ ამ წუთებში ელექტროენერგია არ მიწოდება.
როგორც “გურია ნიუსს” სოფლებიდან ატყობინებენ, ქარმა რამდენიმე სახლს სახურავიც გადახადა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით ძლიერმა ქარმა, სოფელ ჩოჩხათში ერთი საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშე დატოვა.
ამავე სოფელს, ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო არ მიეწოდება ელექტროენერგია.
შუქის გარეშეა დარჩენილი სოფელი გრიგოლეთიც:
_ ბევრ სოფელში ხეებია წაქცეული, რის გამოც დაზიანდა გზები. შესაბამისი სამსახურები სტიქიის ზონაში ამ წუთებში მუშაობენ, _ გვითხრეს ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურში.