სინოპტიკოსები ხვალიდან ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 31 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან 3 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა, დროგამოშვებით გაძლიერდება ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს”, _ ნათქვამია ინფორმაციაში.