საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა სერგი კაპანაძემ უმრავლესობას მიმართა და განაცხადა, რომ ხელისუფლების მიდგომა რუსეთთან მიმართებით არაქმედითუნარიანია. ამასთან, კაპანაძემ რუსეთის ხელისუფლება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების დაპატიმრების კუთხით საქართველოს ხელისუფლებას შეადარა.
,,არსებულმა სტრატეგიულმა მიმართულებამ ძალიან კარგად აჩვენა, რომ მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა მიცემული ხართ ილუზიას. ენის მოჩლექით რუსეთთან საუბარი, ახალი დიალოგის არხების შექმნა, დათმობები თუ მაამებლური წერილები რეალურად არ ცვლის იმ პოლიტიკას, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია, ამიტომ კარგი იქნება, თუ ადეკვატური აღქმა მოხდება ამ გაკვეთილის და ჩვენს ინტერესებს უფრო მაღალ დონეზე ავიყვანთ. რა თქმა უნდა, არ არის გასაკვირი რუსეთისაგან ასეთი საქციელი, რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელიც კრიტიკულ ჟურნალისტებს კლავს. რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ციხეში ჰყავს გამოკეტილი, რაშიც თქვენ გავახაროთ, რაც არ არის გასაკვირი“, _ მიმართა კაპანაძემ უმრავლესობას.