“დროა გაიწმინდოს პროკურატურა! ეს დრო დიდი ხანია დადგა!” _ ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვანების მკვლელობის საქმის განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი:
“არ მაქვს დეტალური შიდა ინფორმაცია, მაგრამ ჩემთის პოლიტიკური სურათი ნათელია _ პროკურატურამ ჯერ გაწელა საქმე და გააბუნდოვნა, შექმნა გაურკვევლობის განცდა. რამაც ამ ინსტიტუტის მიმართ ისედაც არსებული უნდობლობა გააღვივა. დღევანდელი სასამართლო განაჩენმა კი, დააგირგვინა ეს “ინსტიტუციური კრახი”.
ამას რომ იყენებს ოპოზიცია, რომ გასული თვის წარუმარტებელი საზოგადოებრივი არეულობა გამართოს ბუნებრივია.
ნათელია, რომ უდიდესი გამოწვევაა დღეს ხელისუფლებისთვის. მის მიერ პროკურატურაში და სასამართლოში ჩატოვებული წინა რეჟიმის ხელქვეითები ამოქმედნენ.
საზოგადოების უნდობლობა მათი გამოწვეულიცაა და დღეს უკვე პროვოცირებული.
ხელისუფლებას სწრაფი რეაგირება სჭირდება, რომ გაუმკლავდეს ამ აგორებულ ტალღას: უნდა გადაყენებულ იყვნენ მთავარი და საქმის მწარმოებელი პროკურატორები, ყველა ვინც საქმის გამოძიებაში მონაწილეობდა.
მთავარი დღეს არის ერთი _ ხელისუფლებამ დახევის დალოდების, ოპოზიციის დაკრულზე რეაგირების და უსუსურ თავდაცვითი პოზიციის მაგივრად აიღოს მართვის ბერკეტები ხელში!
დროა გაიწმინდოს პროკურატურა! ეს დრო დიდიხაია დადგა!, _ წერს სალომე ზურაბიშვილი.