გუშინ ძარცვა მოხდა ოზურგეთში. სუპერმარკეტიდან გამოსულ გოგოს თავს დაესხა ახალგაზრდა მამაკაცი და ჩანთა წაართვა, _ აღნიშნულის შესახებ „გურია ნიუსს“ დაზარალებულის ახლობელმა აცნობა.
„გუშინ სუპერმარკეტიდან გამოვიდა და ფეხით მიდიოდა გრიბოედოვის ქუჩაზე, რა დროსაც მას ვიღაც აედევნა, შემდეგ კი თავს დაესხა და ჩანთა წაგლიჯა. ჩანთაში ბანკში სესხის დასაფარი ფული ედო _ 215 ლარი“, _ გვითხრა დაზარალებულის ახლობელმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ დაუკავშირდა შსს-ს.
“საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით, რაც ძარცვას გულისხმობს, _ განმარტავენ უწყებაში.