ამ წუთებში, ჩოხატაურის მერიის გვერდით, კრიმანჭულის პარკში ახალგაზრდები ირკიბებიან. “ნუ მომკლავ”, “ძალა ჩვენშია” “სისტემა უნდა დაინგრეს”, “შემდეგი შეიძლება იყოს შენი შვილი” _ ამ ლოზუნგებით ჩოხატაურში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები გაერთიანდნენ. აქციაზე შეკრებილი ახალგაზრდები ზაზა სალარიძეს სოლიდარობას უცხადებენ, მათი თქმით, ისინი ყოველგვარ პოლიტიკას ემიჯნებიან და მათი მიზანი სამართლიან, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებაა. ისეთ ქვეყანაში, სადაც დამნაშავეები დაუსჯელები არ რჩებიან და გავლენიანი მფარველების გამო სიმართლე არ იკარგება.
მიუხედავად იმისა, რომ ჩოხატაურში ძლიერი წვიმაა, კრიმანჭულის პარკში უკვე მოვიდნენ პირველი საჯარო სკოლის, სამრევლო სკოლის და ნაბეღლავის სკოლის მოსწავლეები.
მათი რიცხვი ყოველ წუთს იზრდება და როგორც ისინი ამბობენ, ახალგაზრდებს სხვადასხვა სოფლებიდან ელოდებიან.