ამ წუთებში, ჩოხატაურის მერიის გვერდით, კრიმანჭულის პარკში ახალგაზრდები ირკიბებიან. “ნუ მომკლავ”, “ძალა ჩვენშია” “სისტემა უნდა დაინგრეს”, “შემდეგი შეიძლება იყოს შენი შვილი” _ ამ ლოზუნგებით ჩოხატაურში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები გაერთიანდნენ. აქციას, რომელსაც არცერთი პოლიტიკური ძალა არ ესწრება, რამდენიმე პედაგოგი შეუერთდა.
ჩოხატაურში ზაზა სალარიძის მხარდასაჭერი აქცია ახალგაზრდებმა გუშინ დაგეგმეს.
_ პროკურატურასთან გვინდოდა აქციის გამართვა, მაგრამ ჩოხატაურში პროკურატურაც არ არის. ამიტომ, მერიასთან ვიკრიბებით. ეს არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის მიერ მართული აქცია. ჩვენ ვემიჯნებით ყველა პოლიტიკურ ძალას და მათ მოტივებს. ჩვენ აქ შევიკრიბეთ სამართლიანობის მოთხოვნით და სოლიდარობის გამოსაცხადებლად შვილმკვდარი მშობლებისთვის, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თორნიკე სამსონიამ.
აქციას, რომელიც 15 საათზე უნდა დაიწყოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ყოველ წუთს უერთდებიან.