ლანჩხუთში ასიათასი მოწამის სახელობის ტაძარში ჯვარი ოდესელმა წყვილმა დაიწერა. ალიონა და ალექსანდრე ნევიჟივები საქართველოში პირველად იყვენენ.
„ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვიცოდით საქართველოს შესახებ, თუმცა, ნამყოფი არ ვიყავით. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. საოცარი ბუნება, ზღვა, მზე და ძალიან, ძალიან თბილი ადამიანები“,- ამბობენ ახლად ჯვარდაწერილები.
ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილ უცხოელ წყვილს ჯვარი ტაძრის წინამძღვარმა, მამა გიორგიმ (ტუღუში) დაწერა. მეჯვარეები კი ინგა აფხაძე და გია წილოსანი გახლდათ.