სტიქიას ებრძვიან რუსთავსა და მარნეულში. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, კომერციული ფართები და საცხოვრებელი სახლები.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფები რუსთავში რამდენიმე საათია აქტიურად მუშაობენ სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად. მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების დატბორილ სარდაფებსა და სავაჭრო ობიექტებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. დატბორილი ტერიტორიებიდან გაყვანილია წყალში ჩარჩენილი ავტომანქანების ნაწილი. ამ დროისთვის წყლის დონე იკლებს.
რუსთავში მოხდა დამატებითი ძალების მობილიზება თბილისიდან, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხერხდეს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოების დასრულება.
ადგილზე მობილიზებულია 80 მეხანძრე-მაშველი და სამაშველო ტექნიკა.
მეხანძრე – მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ ასევე მარნეულში, სადაც წყლის მოვარდნის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები.
სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა”, _ ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.