შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიების კვალდაკვალ საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია.
„გამოძიება იმ პირების გამოსაკვეთად მიმდინარეობს, რომელთაც რაღაც ქმედებით გავლენა მოახდინეს პროცესის მონაწილეებზე. ყველაფერს შევისწავლით და თუ დამნაშავეები დადგინდა, მოხდება შესაბამისი რეაგირება. გარკვეული ახალი გარემოებები სასამართლო პროცესზე გამოიკვეთა, რომელთა აქტიური შესწავლაც ახლა მიმდინარეობს. გამოძიების მიმდინარეობის კვალდაკვალ საზოგადოებას 10 ივნისამდე და შესაძლოა უფრო ადრეც მივაწოდოთ ინფორმაცია“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
ზაზა სარალიძემ პრემიერსა და შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას ახალი ფაქტების გამოსავლენად 10 ივნისამდე დაელოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს გააგრძელებს.