ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მორიგი შეხვედრა დასრულდა.შეხვედრაზე 9 საკითხი იქნა განხილული, როგორც შეხვედრის დაწყებამდე ქართული მხარის წარმომადგენელმა განაცხადა, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი იქნებოდა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა.
ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქართულ მხარეს მათთვის ექსპერტიზის დასკვნა არ გადაუცია. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ ის ენდობა ოსური ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას და მან მხოლოდ ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია შეიტყო ტატუნაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ.
“დღეს განვიხილეთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი, მტავარი ყურადრება დაეთმო არჩილ ტატუნაშილის წამებისა და მკვლელეობის საკითხს, შეხვედრის მონაწილეებს მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია საქმის გარემოებებთან დაკავშრებით, კატეგორიულად მოვითხოვეთ შინაგანი ორგანოების გადმოცემა. ამ შეხვედრაზე გავაცანით დეტალები, ვინაიდან ის დასკვნა რომელიც გადმოგვეცა ჩვენ არჩილ ტატუნაშილის ცხედართან ერთად არ ყოფილა წარდგენილი მსგავს შეხვედრაზე.”, – განაცხადა ანთაძემ. იმის მიზეზად თუ რატომ არ გადაეცა ოკუპირებულ რეჟიმს ქართული მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, ანთაძემ განაცხადა, რომ დასკვნა არის ქართულ ენაზე და შესაძლოა მათ ვერ მოეხერხებინათ მისი წაკითხვა. “შინაგანი ორგანოების გადმოცემასთან დაკავშრებით, ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვეთ შნაგანი ორგანოების გადმოცემა, რაც მათ უპასუხოდ დატოვეს”, – დასძინა ირაკლი ანთაძემ.
წყარო: New Post