პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მას შემდეგ, რაც პრემიერს შეხვდა, “კურიერთან” შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, შეხვედრიდან გაირკვა, რომ პრემიერი პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს არ იცნობდა და დაჰპირდა, რომ პირად კონტროლზე აიყვანდა.
„თქვენ სახელმწიფომ ჩაატარეთ ჩემთან ოჯახში ტერორისტული აქტი, თქვენ ამობუგეთ ჩემი ოჯახი, თქვენ დამტოვეთ მე უძეოდ, თქვენ დახვრიტეთ ჩემი შვილი თემირლანი უძეოდ, თქვენ ამოწყვიტეთ მთელი ჩემი ოჯახი, ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ჩატარებული ტერორისტული აქტი და ის არ იკმარეთ, თქვენ ყაჩაღებმა სახლიდან ფულიც მომპარეთ… ამის გარდა, მე სულ არ მაინტერესებს არანაირი დეტალები, სრული გამოძიება იქნება, თქვენ საქმის კურსში იყავით, არ იყავით, დაისაჯოს გომელაური, დაისაჯოს გოგაშვილი, დაისაჯოს სპეცრაზმელი”, _ განაცხადა მაჩალიკაშვილმა.