ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი ,,გურია ნიუსთან“ აცხადებს, რომ ის მოთხოვნები, რომლებიც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გაჟღერდა, არაადეკვატურაია. ამასთან, როგორც ჟორჟოლიანი გვეუბნება, აქცია სხვადასხვა პარტიის მიერ არის ორგანიზებული, რომლებიც დღესაც გარკვეული პროვოკაციების მოწყობას განაგრძობენ.
,,ეს მოთხოვნები ადეკვატური არ არის. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაირკვეს და სიმართლე დადგინდეს. ეს აქცია მოაწყო სხვადასხვა პარტიამ, აქცია მცირერიცხოვანი აღმოჩნდა და ახლა გარკვეული პროვკაციებს აწყობენ, გადაკეტეს გზის სავალი ნაწილი. ხუთმა კაცმა რა უნდა გადაატრიალოს, აქციაზე ხალხი არ არის, გზაზე დადგეს კარვები, რასაც აბსოლუტურად სულ სხვა მიზნები აქვს. ზაზა სარალიძე ამბობს, ხელისუფლება გადადგესო და თან, აქციაზე ჩვენ გვერდით დადგესო. დღეს ხელისუფლების ამოცანაა, დეტალურადა გაარკვიოს ყველაფერი და დაადგინოს სიმართლე, მათ შორის, სიმართლე დადგინდეს ხელისუფლების იმ წევრების მიმართაც, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ პროცესში“,_ გვითხრა ჟორჟოლიანმა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის პარლამენტის წინ ხმაურია, სამართალდამცავების მიერ დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.