ახალი პრემიერის დამტკიცებამდე, მთავრობის მეთაურის მოვალეობას პირველი ვიცე პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი შეასრულებს.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს, რაც იმას ნიშნავს, რომ კვირიკაშვილის გადადგომასთან ერთად უფლება შეუწყდათ მინისტრებს, რომელიც ამჟამად მოვალეობის შემსრულებლები არიან.
შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება მოუწევს.
როგორც კონსტიტუციაში წერია “მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, უმრავლესობა პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარუდგენს, რომელსაც თავის მხრივ, პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 7 დღის ვადაში წარუდგენს”.
ამის შემდეგ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა შვიდი დღის ვადაში მინისტრთა კანდიდატურები უნდა შეარჩიოს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინოს.
მთავრობას პარლამენტის ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
არსებული ინფორმაციით, ახალი პრემიერის კანდიდარურა დღეს უნდა დასახელდეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა გუშინ დატოვა.
ამავე თემაზე: ბიძინა ივანიშვილის სამი რჩეული _ პრემიერობის კანდიდატები და დეტალები მათი ბიოგრაფიებიდან
პრემიერმა თანამდებობა დატოვა _ “პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება გუნდი დააკომპლექტოს”