13 200 პოლიციელს პირველი ივლისიდან ხელფასი მოემატება, – ამის შესახებ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ჩვენ კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული პოლიციელის სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური გარანტიების კომპონენტი, ამიტომ დღეს, ამ ახალი ტრიბუნიდან შემიძლია გითხრათ, რომ პირველი ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი გაეზრდება 250 ლარით.
ეს არის ის მინიმუმი, რაც შეგვეძლო და გავაკეთეთ დღეს და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომელზეც ვსაუბრობთ, დიდწილად არის იმ საბიუჯეტო ეკონომიების ხარჯზე გაკეთებული, რომელსაც მივაღწიეთ 6-7 თვის განმავლობაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.