საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის ხელშეწყობით, ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ოკუპაციის მუზეუმმა დაიდო ბინა, სადაც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა განთავსდება.
ამასთან, მუზეუმის ტერიტორია გამოყენებული იქნება საგანმანათლებლო პროექტებისთვის, გაიმართება მოსწავლეთა შეხვედრები და საჯარო ლექციები.
ლანჩხუთში ოკუპაციის მუზეუმის გახსნის იდეა ჩიბათის საჯარო სკოლის პედაგოგს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს ლადო აფხაზავას ეკუთვნის.
მუზეუმის გახსნას ესწრებოდა აბაშიშვილი ოკუპაციის მუზემის გახსნას ლანჩხუთში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილიც ესწრებოდა. მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ და საქართველოს რამდენიმე რეგიონში ოკუპაციის მუზეუმების გახსნას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ახალგაზრდებმა იცოდნენ მეტი ოკუპაციის შესახებ.