დღესდღეისობით, სოლარიუმი ძალიან აქტუალურია. მნიშვნელობა არ აქვს ზაფხულია თუ ზამთარი, ეს თემა აქტუალობას არასდროს კარგავს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნით, ის ადამიანები, რომლებიც გამოიყენებენ სოლარიუმს, 30 წლის ასაკისათვის, მათ 75%-ს განვითარებული აქვთ მელანომა – ავთვისებიანი სიმსივნე. ამ დასკვნების მიუხედავად ადამიანებს გამოაქვთ თავიანთი კერძო დასკვნები რომ ეს ყველაფერი ჭორია.
პირველი სოლარიუმები მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში გაჩნდა. მაშინვე დაიწყო კამათი იმის თაობაზე, მავნეა თუ არა სოლარიუმის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე. ეს კამათი დღემდე გრძელდება. მაშ, ასე: რას გვიქადის სოლარიუმი? რით გვასხივებენ? რა შეიძლება მოჰყვეს სოლარიუმის ნათურების არასწორ გამოყენებას? როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ზიანი მინიმალური იყოს? ვის შეუძლია სოლარიუმში გარუჯვა და ვის – არა? რა განასხვავებს ძვირიან სოლარიუმს იაფფასიანისგან? რა მოულოდნელ უსიამოვნებას შეიძლება შევეჯახოთ იქ?
მეცნიერები გვირჩევენ მივიღოთ ბუნებრივი ნარუჯი რადგან ამის დროს კანში წარმოიქმნება D ვიტამინი რომელიც სასარგებლოა ადამიანის კანისათვის მაგრამ ყველაფერს თავისი წესი აქვს და აქაც სიფრთხილეა საჭირო.
აღნიშნულ საკითხზე ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც, სოლარიუმის მომხმარებელ ქალებში მელანომის რიცხვი გაცილებით მაღალი იყო.
„ვფიქრობ, ეს საყურადღებოა და ყველა ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს და მეტი რეგულაცია განახორციელონ ამ ინსტრუმენტზე. ასევე ხაზი უნდა გაესვას სოლარიუმის მიერ გამოწვეულ საფრთხეს“, – განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა.