ტრაგედია დატრიალდა სოფელ წუნართან. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით ცხინვალი-ზნაურის გზაზე ტრაქტორისტმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა, რის შედეგადაც 9 წლის ბავშვი დაიღუპა. დაშავებულია 12 წლის ბავშვი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ტრაქტორისტი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.