26 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი მეზობლის ვენახში დამწვარი იპოვეს. ახალგაზრდა კაცს ადგილობრივი პოლიცია რამდენიმე დღე ეძებდა. შემთხვევა ჭიათურაში, სოფელ ნავარძეთში მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია. უწყებისვე ცნობით, დანიშნულია ცხედრის ექსპერტიზა და საქმეზე გამოძიების კვალიფიკაცია ამის შემდეგ გაირკვევა.