ამ წუთებში, პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისია ზვიად კუპრავას უსმენს. როგორც ზვიად კუპრავამ განაცხადა, ის კომისიის წევრებს კონკრეტულ სახელებს და გვარებს დაუსახელებს.
“როგორც სხდომაზე კუპრავამ განაცხადა,„მთავარი რაც ჩვენ აქამდე არ გვისაუბრია ეს იქნება დეტალები ფარდულთან დაკავშირებით. ეს იქნება მირზა სუბელიანთან დაკავშირებით, სირაძესთან დაკავშირებით, მის მეგობრებთან დაკავშირებით, რომლებიც დაუშვათ გამოძიების საქმეში არაფერ შუაში არ იყვნენ, პოლიციის თანამშრომლები, ან იყვნენ. თუმცა ეს ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. მაგრამ ადამიანებზე, რომლებიც ირიბ კავშირში არიან სირაძესთან, სუბელიანთან და ა.შ. ეს ინფორმაციები იქნება ძალიან საინტერესო საგამოძიებო კომისიებისთვის. 7 სახელი და გვარის ჩამოთვლას ვაპირებ. მათშორის ზოგი მოქმედია, ზოგი არა.მათშორის ერთ-ერთი მირზოევია ოთარი. მირზა სუბელიანის წინაშე ეს ადამიანები, ეს გუნდი, პოლიციის ეს შემადგენლობა, ესენი მეგობრები არიან, მათშორის სამსახურეობრივი კავშირი აქვთ ერთმანეთთან ახლო. არიან ვალდებულები სწორედ მირზა სუბელიანთან და მირზა სუბელიანმა გამოიყენა ეს ვალდებულება ბოროტად და მოსთხოვა სირაძეს, რომ ფარდულის პრობლემა რომ მოეგვარებინა. სწორედ ამიტომ სირაძე გახდა იძულებული”, _ განაცხადა ზვიად კუპრავამ.