პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ერთმანეთს უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები დაუპირისპირდნენ. კერძოდ, ,,ოცნების“ გუნდის გაღიზიანება ,,ევროპული საქართველოდან“ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც მცირე მთავრობის კონცეფციას უნდობლობა გამოუცხადა. ჭიაბერაშვილის განცხადებას აკაკი ზოიძემ მწვავე კრიტიკით უპასუხა.
,,ჩვენ სახელმწიფო გვაქვს, ბატონო ზურაბ, თუ არა და დაიწერეთ, რომ ანარქია არის წესრიგის დედა და ევროპული ბაზა დაარეგულირებს საქართველოს და ეგ დაირქვით თქვენ საერთოდ. არ გინდათ სახელმწიფო, ჯანდაცვა თქვენ არ გინდათ, განათლება თქვენ არ გინდათ და არაფერი თქვენ არ გინდათ, დაგვანებეთ, ბატონო ზურაბ, თავი. რაც შეეხება მცირე მთავრობას, მცირე მთავრობა არის არა მხოლოდ სამინისტროების გაერთიანება, ეს არის კონცეფცია, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, ეს არის ის, რომ ხელისუფლების მთელ ვერტიკალზე მოხდება იგივე ცვლილებები, რაც ხდება სამინისტროებთან მიმართებით“, _ მიმართა ზოიძემ ჭიაბერაშვილს.