მაშველებმა განმუხურის სანაპიროზე დახრჩობას 18 წლის ბიჭი გადაარჩინეს. ის ზღვაში შევიდა და უკან გამოსვლას ვერ ახერხებდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბიჭის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.