სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს, ასევე, ნებისმიერ მოქალაქეს ამ კვირის განმავლობაში დაათვალიერონ ყოფილი N 7 პენიტენციური დაწესებულება, პარასკევის ჩათვლით 12 საათიდან 17 საათამდე.
ამისათვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვა, რომლის ასაღებადაც უნდა მოგვმართოთ მისამართზე: ზურაბ ანჯაფარიძის 27; ტელ. 995 32 23 12 734, info@moc.gov.ge.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა N 7 პენიტენციური დაწესებულება დღეს, 2 ივლისს დახურა. (R)