2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მეცხრე სხდომა გამართა.
კომისიის წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, შალვა ბედოიძესა და ამავე დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, ირაკლი ფიფიას ოფიციალური ახსნა-განმარტებები მოისმინეს.
შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა კითხვებს უპასუხეს და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
დღესვე კომისიამ თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის, მანანა თურქაძის, დირექტორის მოადგილის, თინათინ ყენიას და პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის დირექტორის, ხათუნა ბარაბაძის ოფიციალური ახსნა-განმატებები მოისმინეს. სხდომის ნაწილი დახურულ ფორმატში წარიმართა.
საგამოძიებო კომისიამ საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელა. კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, ორშაბათს სამკაციანი ჯგუფები თვითმხილველებს გაესაუბრებიან, ხოლო სამშაბათს კომისია არასრულწლოვნების გამოკითხვას გეგმავს. სხდომები ოთხშაბათს და ხუთშაბათს გაიმართება.