ზაირა კაკაბაძე, ოზურგეთი:
_ სამუშაო ადგილები შექმნას.
მერი ხურციძე, ოზურგეთი:
_ დაასაქმოს ხალხი, ბანკების თარეში აღკვეთოს.
ლევან ცერცვაძე, ოზურგეთი:
_ სამუშაო მისცეს ამ გამწარებულ ხალხს.
მარიკა კაკაბაძე, ოზურგეთი:
_ დასაქმებაა მთავარი _ თურქეთში დარბის ხალხი სამუშაოდ.
დიტო ხურციძე, ოზურგეთი:
_ ამ ბანკების უსაშველო პროცენტებს მოუხერხონ რამე. იძახიან, მივხედავთო და შედეგი არ ჩანს.
ვალოდია შათირიშვილი, ოზურგეთი:
_ ბანკებმა რომ შესანსლეს ქვეყანა, როდის მიხედავენ?
მაყვალა ბერიძე, ოზურგეთი:
_ სამუშაო ადგილები უნდა ხალხს. ვერ გაიგეს ვითომ ამდენ ხანს?!
ნუნუ მექვაბიშვილი, ოზურგეთი:
_ სოციალური პრობლემები მოაგვარონ. ხალხი საცოდავ დღეშია.
სალომე სალუქვაძე, ოზურგეთი:
_ ბანკებს მიხედონ. ხალხი უკიდურესად გაღარიბდა.
ვაჟა ჯინჭარაძე, ოზურგეთი:
_ სამართლიანობა უნდა აღადგინონ და ეშველება ყველაფერს.
იაშა ქარჩავა, ოზურგეთი:
_ სამუშაო მისცენ საწყალ კაცს.
ნაილი მარგველანი, ოზურგეთი:
_ ერთმანეთს მიეხმარონ მთავრობა და ხალხი და ყველაფერი მოგვარდება.
ოთარ ლომჯარია, ოზურგეთი:
_ სამუშაო ადგილები შექმნან. რაიმე ახალს ვითხოვთ?
დარიკო მალაზონია, ოზურგეთი:
_ დაასაქმონ ეს ხალხი. ამდენი წელი ვერ მოაგვარეს ეს პრობლემა და ახლა რას იზამენ?
ალექსანდრე ქავთარაძე, ოზურგეთი:
_ სამუშაო ადგილების შექმნაა მთავარი და მძარცველი ბანკები აღარ დასჭირდება ხალხს.
თინა მექვაბიშვილი, ოზურგეთი:
_ გზები მოგვიწესრიგონ.
ია ხურციძე, ოზურგეთი:
_ სასწრაფოდ დასაქმება.
ნუნუ ჯაველიძე, ოზურგეთი:
_ უმუშევრობას მიხედონ, მაგრამ მტერი არაა მეტი!
დათო მუხაშავრია, ოზურგეთი:
_ არ ვიცი. რაც უნდათ, ის ქნან.
შორენა ზარდიაშვილი, ლანჩხუთი:
_ უმუშევრობის და მძიმე სოციალური ფონის პრობლემაა მოსაგვარებელი.
მარიკა მოისწრაფეშვილი, ლანჩხუთი:
_ უმუშევრობის პრობლემა უნდა გადაჭრან.
ენვერ კაზიაშვილი, ლანჩხუთი:
_ დასაქმების პრობლემაა მოსაგვარებელი.
ზაურ სამსონაძე, ლანჩხუთი:1
_ სიღარიბეა ყველაზე დიდი პრობლემა.