ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტ ჯოზეფ დოულთან ერთად, „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა სამპუნქტიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ინფორმაცია ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„მეგობრებო, ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტ ჯოზეფ დოულთან ერთად, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ენმ-სთან 3 ძირითად პუნქტზე:
1. მხარს დავუჭერთ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს (რომელიც გავა);
2. კამპანიის დროს თავს შევიკავებთ ერთმანეთზე შეტევის და კრიტიკისგან;
3. არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოვახდენთ ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის გზა“, – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.