საპროკურორო საბჭოს წევრმა, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ოთარ კახიძემ საპროკურორო საბჭოს სხდომა დატოვა.
კახიძე მოითხოვდა, საბჭოს დღევანდელი სხდომა,ს ადაც მთავარი პროკურორობის კანდიდატებს უსმენენ, მედიისთვის ღია ყოფილიყო, თუმცა საბჭომ მისი პოზიცია არ გაიზიარა.
„სხდომის დაწყებისთანავე დავაყენე საკითხი, რომ კანდიდატებთან გასაუბრება მედიისთვის ღია ყოფილიყო, როგორც არის ღია კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცესი. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ მიიღოს პასუხები ლაივრეჟიმში კანდიდატებისგან და შეაფასოს მათი კვალიფიკაცია, მაგრამ საპროკურორო საბჭომ ეს მოთხოვნა არ გაიზიარა სხდომა იქნება დახურული და მე ვერ ვხედავ აზრს, მივიღო მონაწილეობა ამ პროცესში“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
მისი თქმით, იგივე პოზიცია აქვს მთავარი პროკურორობის კანდიდატ შალვა შავგულიძეს. შავგულიძის კანდიდატურა სწორედ „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა.
„ჩვენ არ გვქონია ილუზია, რომ ეს საპროკურორო საბჭო აირჩევდა შალვა შავგულიძის მთავარ პროკურორად, ვინაიდან ისინი დღევანდელი ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის სრული გავლენის ქვეშ არიან. შალვა შავგულიძე თავადაც გააკეთებს კომენტარს, მაგრამ ეს პოზიცია გვაქვს შეთანხმებული. ის ხსნის საკუთარ კანდიდატურას“, – განაცხადა კახიძემ.
1tv.ge