ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოფელ დვაბზუს მოსახლეობის ნაწილის მიერ შეტანილ განცხადებას, რომლის თანახმად, სოფელში ასფალტის ქარხნის აშენება “ეკოლოგიურ პრობლემებს წარმოშობს და გარემოსა და მოსახლეობის მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს“ საკრებულოს წევრები გამოეხმაურნენ.
საკითხის განხილვის მიზნით, განმცხადებლების მოთხოვნის შესაბამისად, გაიმართა ინფრასტრუქტურის კომისიის რიგგარეშე სხდომა, სოფელ დვაბზუსა და ცხემლისხიდის მაჟორიტარი დეპუტატების შემდეგ, კი ადგილზე, ქარხანაში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე მარიკა ჩხიკვიშვილი და მხარის გუბერნატორის მოადგილე არჩილ ყაზაიშვილიც იმყოფებოდნენ.
სოფელ დვაბზუში, შპს “NEW ROAD“-ის ასფალტ-ბეტონის ქარხანა რამდენიმე ხნის წინ აშენდა. პროექტის ღირებულება 10 მილიონი ლარია და ის „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. ქარხანაში 44 ადამიანია დასაქმებული.
როგორც ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარში ქარხნის გენერალური დირექტორი დავით ჟღენტი აღნიშნავს „new road“-ის ასფალტბეტონის ქარხანა ერთ-ერთი უნიკალური საწარმოა კავკასიაში და ის აღჭურვილია უახლოესი გერმანული დანადგარებით. გვაქვს შეასაბამისი სერტიფიკატებიც, რომლებიც ადასტურებს, რომ საწარმო არის უმაღლესი, ევროსტანდარტების შესაბამისი და არ ახდენს მავნე ზემოქმედებას“.
„ეს არის 10 მილიონის ღირებულების პროექტი და მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩვენს მუნიციპალიტეტში. ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება არის მისასალმებელი, ეს ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ეკონომიკის წინსვლას.
მნიშვნელოვანია თითოეული მაცხოვრებლის აზრი, ამიტომ კომისიის სხდომაზე, შემდეგ ადგილზე გავეცანით სიტუაციას. ვფიქრობთ, მსგავსი საკითხები კომპეტენტურმა პირებმა უნდა შეისწავლონ და კვალიფიციური განმარტებებიც მათ უნდა გააკეთონ, სწორედ ამის საფუძვლეზე უნდა მოხდეს ადგილობრივების სწორი ინფორმირება,“ _ აღნიშნეს საკრებულოს წევრებმა.
საკითხი შესაბამისმა სტრუქტურებმა მოიკვლიეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებაში, რომლიც გამოქვეყნებულია, მათ შორის, მუნიციპალიტეტის საინფორმაციო დაფაზე, ნათქვამია: „საწარმოს ფუნქციონირების შედეგად , საპროექტო და მიმდებარე ტერიტორიის ატმოსფერულ ჰაერზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი.“
აქვე აღნიშნულია ხმაურის დონესთან დაკავშირებით:„საწარმოს მაქსიმალური დატვირთვით ფუნქციონირების შემთხვევაში უახლოეს საცხოვრებელ სახლებთან ხმაურის დონე არ აღემატება 38დბა-ს.”
„გრუნტის დაბინძურება კი მოსალოდნელია მხოლოდ გაუთვალისწიენებელ და ავარიულ შემთხვვებში“ _ აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში, „შპს New Road-ის ასფალტის საწარმო და ინერტული მასალების სამხვრევ-დამხარისხებელი საწარმოს მოწყობისა და ექსპლოატაციის პროექტზე სკრინინგის გადაწყვეტილების შესახებ.
საკრებულო და შესაბამისი დარგობრივი კომისია, მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციით, სამომავლოდაც მიადევნებს თვალს აღნიშნულ საკითხს.