საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად შალვა თადუმაძე შეარჩია. თადუმაძის კანდიდატურას საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
შალვა თადუმაძე, რომელიც მთავარი მთავარი პროკურორის პოსტს დაიკავებს, ამჟამად მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია.
გასაუბრებაში მონაწილეობას სამი კანდიდატი იღებდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ,,ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ კანდიდატურა პროტესტის ნიშნად მოხსნა.
საპროკურორო საბჭო თადუმაძის კანდიდატურას მხარდასაჭერად მთავრობას გადაუგზავნის. ამის შემდეგ, კანდიდატი დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება.
თადუმაძე ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი გუნდის სრული მხარდაჭერით სარგებლობს, ამიტომ ნათელია, რომ მის კანიდიდატურას ,,ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს.
თადუმაძის სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:
2012 – 2018 წლებში _ საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
2017 წელი _ საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი.
2014 – 2016 წლებში _ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის ხელშემწყობი, სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე.
2008 – 2012 წლებში_ პარტნიორი/საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, დამსაქმებელი საადვოკატო კომპანია „შალვა თადუმაძე და ბი ელ ფი კონსალტინგი “
2007 – 2008 წლებში_ ადვოკატი, დამსაქმებელი ჰოლდინგ კომპანია შპს „აბგ & პროფსერვის გრუპი“
2010 – 2012 წლებში _ პროექტის კოორდინატორი. დამსაქმებელი ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“ და EU პროექტი „წამების პრევენცია სამხედრო ჰაუპტვახტებში“
2006 – 2009 წლებში პროექტის კოორდინატორი დამსაქმებელი ეროვნული უსაფრთხოების შემსწავლელი ცენტრის და IRI-ის პროექტი „ეროვნული უსაფრთხოების შემსწავლელი სკოლა“
2005 – 2007 წლებში _ პროექტის კოორდინატორი-ადვოკატი. დამსაქმებელი ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“ და OSI-ს პროექტი „ადამიანის უფლებების დაცვა შეიარაღებულ ძალებში და სამოქალაქო კონტროლი თავდაცვის სამინისტროზე“
2003 – 2004 წლებში_ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. დამსაქმებელი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
2003-2005 წლებში _ საგანმანათლებლო და კანონშემოქმედებითი ჯგუფის წევრი. დამსაქმებელი ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“ და EPF-ის პროექტი.
2002-2004 წლებში _ სამხედრო დისციპლინის კოდექსის შემმუშავებელი კომისიის წევრი.
პერიოდი 2002 – 2003 წლებში _ ადვოკატი, დამსაქმებელი ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“ და EC-ს პროექტი – „სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვა და ანტიკორუფციული ღონისძიებები თავდაცვის სფეროში”
2001 – 2002 წლებში _ ადვოკატი, დამსაქმებელი ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“ და OSCE-ს პროექტი „სამხედრო მოსამსახურის უფლებები“
2001 წელს _ იურისკონსულტი, დამსაქმებელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრებისმთავარი სამმართველოს იურიდიული ქვეგანყოფილება.