რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე 40 წლის რუსუდან ლუქხუტაშვილი დააკავეს.
მას ბრალად ედება ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა, შემთხვევა ოკუპირებული ზნაურის სოფელ ბალთასთან მოხდა. რუსუდან ლუქხუტაშვილი რუსთავის მცხოვრებია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ევროკავშირის მისიაც ინფორმირებულია.